ბოლო დღე-ღამეში საქართველოში, ჩატარებულ ტესტებს შორის დადებითობის პროცენტული რაოდენობა 12%-ს გადასცდა. მართალია, აბსოლუტურ ციფრებში ინფიცირების დღიურმა რაოდენობამ 3 201 შეადგინა, თუმცა ეს უქმე დღის შედეგია. ამავე მიზეზით ქვეყანაში გუშინ მცირე რაოდენობის, 26 588 ტესტი ჩატარდა.
24 საათში 64 პაციენტი გარდაიცვალა.
აიცრა 3 707 ადამიანი.
კოვიდ კლინიკებში 6 611 ადამიანი მკურნალობს, კლინიკურ სასტუმროებში კი 1 084.