ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ის 3 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამავე პერიოდში ვირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და 12,31% შეადგინა, 14 დღის დადებითობა 9,64%-ია, ბოლო 7 დღის კი – 9,69%.
ამასთან, გუშინ, კვირა დღეს 29 711 ტესტი ჩატარდა, რაც, სამუშაო კვირასთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია. დღიურად აცრილია 2 290 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 500 ინფიცირებული იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში კი – 2 092.