საქართველოში კორონავირუსის ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 7476 ტესტიდან დადებითი პასუხი 509 პირს, ანუ თითქმის 7%-ს მოუვიდა. გუშინ აღნიშნული მაჩვენებელი 7%-ს აჭარბებდა. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 5%, ბოლო 7 დღეში კი 5,6%-ია.
შედარებით შემცირდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 პირი დაიღუპა, გუშინ გარდაცვლილთა რაოდენობა 21 იყო, 1 მაისს კი 20.
უკვე 4 ათასს გადააჭარბა სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობამ. კლინიკურ სასტუმროში კი 790 პირი იმყოფება.