მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დადებითობის მაჩვენებელი ისევ 11%-მდე გაიზარდა, ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 44 პაციენტი

დადებითობის მაჩვენებელი ისევ 11%-მდე გაიზარდა, ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 44 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი  2141 ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა ეს არ არის რეალურ მაჩვენებელზე დაბალი მონაცემი, რადგან ორშაბათის სტატისტიკა კვირა დღეს ჩატარებული ტესტების შედეგებს ასახავს, როცა მიმართვიანობა დაბალია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი გაზრდილია და 11%-ს მიაღწია.   ბოლო 14 დღის – 8.94%, ბოლო შვიდი დღის – 8.83%-ია.

გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ისევ შემცირებულია აცრების მაჩვენებელი – გუშინ ვაქცინა მხოლოდ 1 402-მა ადამიანმა გაიკეთა.

კლინიკებში 6 575 ადამიანი მკურნალობს. 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …