ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 296 ადამიანს დაუდასტურდა. სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 910 456 -ია.
გარდაიცვალა 45 ადამიანი, სულ ქვეყანაში კოვიდ 19-სგან დაღუპული პაციენტების რაოდენობა 13 116-ია.
შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც დღიურ ჭრილში 6%-ს ჩამოსცდა და 5,89% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 6,93%-ია, ბოლო 7 დღეში 6,39%.
დღიურად აცრილია 2 792 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 774 ადამიანი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში – 1 071.