მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დადებითობის მაჩვენებელი 5,5%-მდე ჩამოვიდა, შემცირდა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა

დადებითობის მაჩვენებელი 5,5%-მდე ჩამოვიდა, შემცირდა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა

საქართველოში, 20 ივლისის შემდეგ კორონავირუსის დღიური შემთხვევების მინიმალური  რაოდენობე დადასტურდა – ბოლო 24 საათში ინფექცია  946 ადამიანს დაუდასტურდა. 

ბოლო 24 საათში ინფექციას 48 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში გარდაცვლილია 8 233 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17 192 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 5,5%, ბოლო 14 დღის – 7,81%, ბოლო 7 დღის – 7,36%.სულ ჩატარდა – 1 507 986 აცრა, დღიურად აცრილია 14 703 ადამიანი. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 186 ადამიანი იმყოფება.

ბოლო დღეებში მცირდება კრიტიკული პაციენტების რაოდენობა – მათი რიცხვი ამეტაპზე 363-ია, 1419 ადამიანი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშია მოთავსებული.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …