მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოსცდა, შემცირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების სტატისტიკაც

დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოსცდა, შემცირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების სტატისტიკაც

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება – გასულ დღე ღამეში კოვიდ-ინფექცია 663 ადამიანს დაუდასტურდა.

დადებითობის მაჩვენებელი დღიურ ჭრილში უკვე 5%-ს ჩამოსცდა  და 4,99% შეადგინა, 14 დღის მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 6,48%-ია, ბოლო 7 დღეში კი 6,01% %.

შემცირდა გარდაცვალების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 27 ადამიანი იმსხვერპლა.

ერთ დღეში 6 617 ადამიანი აიცრა. 

ამასთან, ორშაბათს აცრებისა და შემთხვებების დაბალი მაჩვენებელი შაბათ-კვირას მიმართვიანობის შემცირებას უკავშირდება.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, აქ 4 569 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ამასთან, უკვე 300-ს ჩამოსცდა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა – რეანიმაციაში ამ ეტაპაზე 288 ინფიცირებული იმყოფება. 1074 ადგილია დაკავებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. 

გაუმჯობესებულია კიდევ ერთი მაჩვენებელი – ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ინფექციის ერთი ადამიანიდან სხვა ადამიანებზე გადაცემის ინტენსივობას გულისხმობს. აღნიშნული ინდექსი, RT, ამ ეტაპზე 0,8 პროცენტს შეადგენს და წინა კვირებთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …