გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 553 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების (24 461) 2,26%-ია. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღეში 3,65%-ს შეადგენს, ბოლო 7 დღეში 2,89%-ს.
ბოლო 24 საათში 9 პაციენტი გარდაიცვალა.
დღიურად აიცრა 1 950 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 ადამიანი მკურნალობს. მათგან 140 პაციენტი ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებებშია.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან, დახურული სივრცეების გარდა, პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. ამ ეტაპზე პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 44%-ია.