მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დადებითობის მაჩვენებელი 28%-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა შორის ომიკრონით ინფიცირებულებიც არიან

დადებითობის მაჩვენებელი 28%-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა შორის ომიკრონით ინფიცირებულებიც არიან

ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელმა გასულ დღე-ღამეში 28% შეადგინა, რაც მორიგი რეკორდული ნიშნულია. ამასთან, რადგან შაბათ-კვირას ტესტებზე მიმართვიანობა ნაკლები იყო (46 ათასამდე ტესტი), რაოდენობრივად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით შემცირდა და 13150 შეადგინა.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 35 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რადგან ომიკრონის შემთხვევების ზრდა უკვე იანვრის პირველი ნახევრიდან დაიწყო, გარდაცვლილებს შორის უკვე არიან აღნიშნული შტამით დაავადებული ადამიანები. ლეტალობის ყოველდღიურ სტატისტიკაში რამდენია ომიკრონით ინფიცირებული და რამდენი – აცრილი, ამის შესახებ სტატისტიკა ისევ არ ქვეყნდება.

რაც შეეხება აცრებს, იმუნიზაციის მაჩვენებელიც შემცირებულია – გუშინ მხოლოდ 1 665 ადამიანი აიცრა. 

ასევე იზრდება დატვირთვა სტაციონარებზე – კოვიდკლინიკებში 5 433 ადამიანი იმყოფება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …