გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 1530 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,6%-ია.
ბოლო 14 დღეში დადებითობა 6,25%-ია, ბოლო 7 დღის – 7,6%.
თბილისში 465 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, სადაც კოვიდ ცხრამეტი 334 ადამიანს გამოუვლინდა.
უკიდურესად შემცირდა იმუნიზაციის მაჩვენებელი – ერთ დღეში 3 442 ადამიანი აიცრა.