ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 6 351 შემთხვევა დადასტურდა, რაც გუშინდელ მაჩვენებელს 2400-ით ჩამოუვარდება. თუმცა კლება უქმე დღეს უკავშირდება, როცა ტესტებზე მიმართვიანობა იკლებს. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში 38 306 ტესტი ჩატარდა, მათგან უმრავლესობა – პისიარ-მეთოდით.
გარდაიცვალა 27 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და 16,58% შეადგინა, ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 10,9%-ია, ბოლო 7 დღეში კი 11,73%.
დღიურად 2 656 ადამიანი აიცრა. ამასთან, არ იმატებს ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა – კოვიდ კლინიკებში 4 443 ინფიცირებული იმყოფება.