საქართველოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე სრულად აცრილია. მილიონიანი ზღვარი ქვეყანამ დღეს გადალახა.
ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მადლობას უხდის და ფეისბუქ-გვერდის საშუალებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია:
“კორონავირუსის დამარცხებამდე გზა კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა ის დროა მადლიერება გამოვხატოთ თითოეული იმ ადამიანს მიმართ, ვისაც პანდემიის დასრულებაში მისი წვლილი შეაქვს.
ჩვენი სიცოცხლისთვის უსაფრთხო ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ, ამისთვის დღეს შენი ჩართულობაც საჭიროა. აიცერი და დაიცავი შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე!”