მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის მოთოკვას ცდილობს. გასულ კვირაში რამდენიმე ცვლილება შევიდა პროგრამაში,რაც ექსპერტთა აზრით კლინიკებში რიგებსაც გაზრდის და მკურანალობის ხარისხსაც მკვეთრად გააუარესებს.

60 დღემდე იზრდება ვადა, როდესაც სამინისტრომ უნდა გაარკვიოს აფინანსებს თუ არა ამა თუ იმ ოპერაციას. 60 დღემდე იზრდება დროც, იმის გადასაწყვეტად, აუნაზღაურებენ თუ არა კლინიკას წარდგენილ ხარჯებს. არადა ეს ისედაც 3 თვემდე იგვიანებდა ხოლდე და ახლა ექსპერტები შიშობენ, რომ მთლიანი პროცესი 6 თვემდე გაიწელება. ამავე ცვლილებებით, სადაც მიიყვანს პაციენტს სასწრაფო იქ მოუწევს პაციენტს დარჩენა, თორემ სხვაგვარად, თავად მოუწევს ხარჯების გაღება.

გადაცემაში სტუმრად იმყოფებიან ზურაბ ჭიაბერაშვილი და ზაზა სოფრომაძე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი“საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მუდმივად დეფიციტური იყო და წელსაც დააკლდება თანხები, მიუხედავად იმისა, რომ დავით სერგეენკო მუდმივად უარყოფდა რაიმე პრობლემის არსებობას ამ სფეროში. გამოჩნდა, რომ პროგრამის ადმინისტრირებაშიც სერიოზული პრობლემებია.

ზაზა სოფრომაძე: “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშველოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. შეიცვალა მოცდის პერიოდები, 4-დან 2 თვემდე, ონკოლოგიური პაციენტებისთვის კი არის მცირე ვადა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ხარვეზები სწორდება და ვითარდება. გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა არის გაზრდილი. კურაციოს კვლევებში აღნიშნულია, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული პროექტი”. 

rustavi2

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …