გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მკვეთრად გაიზარდა – ინფექციას 28 ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ ეს მაჩვენებელი 15 იყო, 24 მაისს 17, ხოლო 23 მაისს ინფექციისგან გარდაცვალების 20 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, ისევ სტაბილურია ინფიცირების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში COVID 19 1015 ადამიანს დაუდატურდა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 2,56%, ბოლო 14 დღის – 3,77%, ბოლო 7 დღის – 3,71%.
ერთ დღეში 3882 ადამიანი აიცრა, სულ აცრილია 121263 მოქალაქე. გრძელდება სტაციონარში მოთავსებული ინფიცირებულების რაოდენობა და ამ ეტაპზე 3940-ს შეადგენს.