მეორე დღეა, კორვიდ-ეპიდემიის სტატისტიკის ამსახველი საიტები არ განახლებულა. კერძოდ, ამ დრომდე 3 ივლისის მონაცემები დევს stopcov.ge-ზე.
ამდენივე ხანია არ დადებულა ახალი ინფორმაცია https://datacov.moh.gov.ge/-ზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ, სპეციალური პრეზენტაციით წარადგინა.
27 ივნისის შემდეგ სიახლეები არ იძებნება vaccines.ncdc.ge/statistics-ზეც, რომლის პრეზენტაცია ჟურნალისტების წინაშე ასევე რამდენიმე კვირის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამართული ვებინარის ფარგლებში მოეწყო.
https://stopcov.ge/-ს, ისევე როგორც აცრის დაჯავშნის საიტის პარალიზება ხელისუფლებამ კიბერშეტევით ახსნა და გამოძიების დაწყების შესახებ განაცხდადა.