COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის
მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის
მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზის მიზანი
ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ დასურველი დღე,
საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ით ვაქცინაციას
შეძლებენ. ცხელი ხაზი 15 22 24 საათის განმავლობაში მუშაობს და
საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
