ახალ შტამს ცუნამს ადარებენ და ეს ესეც ასეა – 2-3-ჯერ მეტი საწოლი გახდება საჭირო, თუ „ომიკრონი“ გავრცელდა, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განaცხადა.
„ჩვენს კლინიკაში არსებული 175 საწოლი არაფერში ეყოფა იმ მოთხოვნის ზრდას, რაც მოსალოდნელია „ომიკრონთან“ მიმართებაში. ამიტომ ჩემი აზრით ამას უნდა დავუპირისპიროთ 2-ჯერ და 3-ჯერ გაზრდილი ნიღბის ხმარების, სოციალური დისტანციისა და ვაქცინაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.