მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჭიაბერაშვილი: ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში მძიმე მდგომარეობა და ქაოსია
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა და ქაოსია,ვერ კონტროლდება თანხების ადეკვატური ხარჯვა და ეს მძიმედ აისახება ჩვენს სოციალურ ფონზე.

ჭიაბერაშვილი: ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში მძიმე მდგომარეობა და ქაოსია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ვერ უმკლავდება იმ პრობლემებსა და მძიმე მდგომარეობას, რომელიც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაშია.

“დავით სერგეენკომ აღიარა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა და ქაოსი, როდესაც ვერ კონტროლდება თანხების ადეკვატური ხარჯვა და შესაბამისად, ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს სოციალურ ფონზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცბიდან ფულს ძირითადად შეძლებულები მოიხმარენ, ხოლო რაც უფრო გაჭირვებულია ადამიანი მით უფრო გართულებულია მისთვის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ან ადეკვატური მკურნალობა, ან შეძლოს და იყიდოს წამალი.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მედიკამენტები არის უკიდურესად გაძვირებული. საყოველთაო ჯანდაცვა ამ კომპონენტს არ ფარავს. ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ამბობს იმას, რომ რა აზრი აქვს ექიმთან ვიზიტსაც კი, თუ კი ვერ შევძლებთ წამლის ყიდვას.

ეს მდგომარეობა დააფიქსირა ფონდ “კურაციოს” კვლევამ, სადაც აღინიშნა რამდენიმე სერიოზული პრობლემა. განსაკუთრებული პრობლემა არის ჯანდაცვის სამინისტროდან საავადმყოფოებისთვის თანხების დროული გადარიცხვა. მეორე პრობლემა არის ჩვენი მოქალაქეების ფინანსური დაცულობა. ამ გამოკითხვაში რესპონდენტების 73% ამბობს, რომ ჩვენი მოქალაქეების ფინანსური დაცულობა ჯანდაცვვის სფეროში გაუარესდა. უფრო მეტიც, 60% მომდევნო 6 თვის განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესებასაც ელოდება”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, აქამდე სერგეენკო ამ პრობლემების აღიარებას გაურბოდა, ახლა კი აღიარა, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს.

“ბატონი სერგეენკო გაურბოდა ამ პრობლემების აღიარებას. ჩვენ მარტის დასაწყისში მოვისმინეთ მისგან პრობლემის აღიარება, მაგრამ გავიდა ერთი თვე და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ რაიმე კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ აპირებს საყოველთაო ჯანადცვიდან გამოყოფილი თანხები მიზნობრივად მიდიოდეს გაჭირვებულ ადამიანებთან”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …