მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბუსტერ-დოზით საქართველოში უკვე 7500 ადამიანია აცრილი

ბუსტერ-დოზით საქართველოში უკვე 7500 ადამიანია აცრილი

ბუსტერ-დოზით საქართველოში უკვე 7500 ადამიანია აცრილი, მათ შორის 4 ათასზე მეტი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 12-დან 15 წლამდე 850-მდე მოზარდია აცრილი, მათ შორის 60-მდე – ორივე დოზით.

16-17 წლის ასაკის ბავშვებს შორის კი 11 ათასი მათგანია აცრილი. გამყრელიძის თქმით, წლის ბოლომდე ბუსტერ-დოზა 40 ათასამდე ადამიანს დასჭირდება.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, 200-ლარიანი დახმარების პროგრამამ, რომელიც 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე, პირველი აცრის შემდეგ ვრცელდება, ვაქცინაცია მკვეთრად წაახალისა. კერძოდ, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თუ აღნიშნული პროგრამის ამოქმედებამდე ყოველდღიურად პირველადი აცრის ჯამურ მაჩვენებელში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების წილი 28-29% იყო, დღეს ეს მონაცემი 50%-მდეა გაზრდილი.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …