საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი არ იკლებს. გასულ დღე-ღამეში ინფექციას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 24 საათში 2712 ადამიანი დაინფიცირდა. შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელმა შეადგინა: დღიური – 6,93%, ბოლო 14 დღის – 6,59%, ბოლო 7 დღის – 7,09%.
გუშინდელი რეკორდული მაჩვენებლის (17 ათასზე მეტი) შემდეგ, შემცირებულია აცრილთა დღიური რაოდენობა – 29 ივლისს იმუნიზაცია 14738-მა მოქალაქემ ჩაიტარა. ჯამში, ქვეყანაში 464875 ადამიანია აცრილი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5547 ინფიცირებული იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში კი 1963.