საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების დღიური მაჩვენებელი დღეს მკვეთრად გაიზარდა და 1374 შეადგინა. გარდაიცვალა 11 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელმა 3,66% შეადგინა, ბოლო 14 დღეში – 2,46%, ბოლო 7 დღეში კი 2,58%.
კლინიკებში 2445 პაციენტია მოთავსებული.
დადებითობის მაჩვენებლის გარდა, ეპიდემიოლოგები ეპიდვითარების გაუარესების კიდევ ერთ მაჩვენებელზე – ვირუსის რეპროდუქციაზე მიუთითებენ, რაც ერთი ინფიცირებულის მიერ დასნებოვნებული ადამიანების რაოდენობას გამოხატავს. იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 1-ს სცილდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გადადების ტემპები იზრდება.
გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელმა 1,34 შეადგინა.