საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსისგან 30 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 1562 მოქალაქე.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დადებითობის მაჩვენებელი დღიურად 5,26%, ბოლო 14 დღეში 4,85%, ხოლო ბოლო 7 დღეში 3,72%-ია.
სულ აცრილია 93305, დღიურად – 4021
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4343 პაციენტია.
კლინიკურ სასტუმროში კი 662 ინფიცირებული იმყოფება.