საქართველოში ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 2 800 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც წესი, სამშაბათობით შემთხვევების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება, რაც შაბათ-კვირის “დაგროვებული” შემთხვევების ასახვას უკავშირდება.
ამასთან, გაზრდილია დადებითობის, ანუ ჩატარებული ტესტებიდან დადასტურებული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი: დღიური – 8,31%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის – 5,16%
წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა.
დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი – ერთ დღეში აცრა მხოლოდ 8 106-მა ადამიანმა გაიკეთა.