მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3221 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1 სექტემბრის შემდეგ მაქსიმალური დღიური რაოდენობაა. გაზრდილია დღური დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გუშინდელი 5,5%-დან 8,5%-მდე გაიზარდა.

ბოლო 14 დღის -დადებითობის მონაცემმა 7,58%, ბოლო 7 დღეში კი 7,44% შეადგინა.

გარდაიცვალა 54 პაციენტი.

შედარებით გაიზარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი –  გუშინ 26 125 ადამიანი აიცრა. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 882 ადამიანი იმყოფება. 

 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …