მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » Bloomberg: ჩინეთის კრემატორიუმები COVID-19-ით გარდაცვლილთა ცხედრებით გადავსებულია

Bloomberg: ჩინეთის კრემატორიუმები COVID-19-ით გარდაცვლილთა ცხედრებით გადავსებულია

პეკინში, შანხაისა და ჩინეთის სხვა ქალაქებში კრემატორიუმები გადავსებულია, კორონავირუსით გარდაცვლილთა ნათესავები იძულებულები არიან გრძელ რიგებში იდგნენ – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ თვითმხილველების, დამკრძალავი კომპანიებისა და ექსპერტების გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს. თუმცა ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლება ინფექციის მასშტაბურ გავრცელებას უარყოფს.

„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ოფიციალური მონაცემებით, ბოლო პერიოდში კოვიდინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა დაღუპული პაციენტების რეალური მაჩვენებელი უცნობია.

ამასთან, სააგენტო წერს, რომ იანვრის განმავლობაში გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 9-დან 25 ათასამდე მოიმატოს, რისი მიზეზიც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მოგზაურობების ზრდა იქნება, რაც მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომას უკავშირდება.

პეკინში მოქმედი დამკრძალავი ბიუროების წარმომადგენლებმა „ბლუმბერგს“ განუცხადეს, რომ კრემატორიუმები ყოველ ღამე მუშაობენ, კრემაციისთვის უახლოესი თავისუფალი ადგილები კი მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებშია. შანხაის კრემატორიუმის ერთერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მთელი სისტემა პარალიზებულია და ასეთი მდგომარეობის გამოსწორება არავის არ შეუძლია.

ლუნხუას ერთერთ კრემატორიუმში ამბობენ, რომ მათთან დღეში 500-ზე მეტი ცხედარი მიაქვთ, თითოეული მათგანის ოჯახს კი მიცვალებულთან გამოსამშვიდოდებლად მხოლოდ 5-10 წუთს აძლევენ. დეკემბრის ბოლოს აღნიშნულმა კრემატორიუმმა ონლაინ-დაჯავშნის სისტემაც კი შემოიღო. კრემატორიუმის ერთერთი თანამშრომელი ამბობს: „ახლა ადამიანებს ვერ ვეუბნებით კრემაციის თარიღს. უბრალოდ, რიგში ჩადგომაა საჭირო.“

დიდი რიგების გამო კრემატორიუმებში ადგილების გაყიდვის ჩრდილოვანი ბიზნესი დაიწყო. ამ ბიზნესის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აქვთ კონტაქტები კლინიკებთან და კრემატორიუმებთან. კრემაციის სამი დღის განმავლობაში ჩატარებაში ისინი ოჯახისგან დაახლოებით 9000 დოლარს ითხოვენ, იმავე დღეს მომსახურების საფასური კი 12 ათას დოლარს აღწევს.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …