მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბიზნესისთვის „მწვანე სერტიფიკატების“ გაცემა დაიწყება

ბიზნესისთვის „მწვანე სერტიფიკატების“ გაცემა დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნესისთვის ე.წ „მწვანე სერტიფიკატების“ გაცემას დაიწყებს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“შრომის ინსპექტირების სამსახური მოკლე პერიოდში მწვანე სერტიფიკატს აამოქმედებს, რომელსაც ესა თუ ის ბიზნესი მიიღებს და მომხმარებლისთვის გასაგები იქნება, რომელიც ბიზნესია მეტად ეპიდემიურად უსაფრთხო იქ დასაქმებული პირების ეპიდემიური სტატუსის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიდგომა იანვრიდან შეიცვლება.

„ამას იანვრიდან სხვაგვარად უნდა მივუდგეთ და „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნების გაფართოებას რაც შეეხება, ის შესაძლოა როგორც მომხმარებელს, ასევე დასაქმებულს თანაბრად შეეხოს. მთავარია, რაც დაიგეგმა ზედმიწევნით აღსრულდეს და აქედან შედეგს ველით“, – განმარტა გაბუნიამ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …