მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ოქტომბრიდან ქვეყანაში მესამე დოზით აცრები დაიწყება

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ოქტომბრიდან ქვეყანაში მესამე დოზით აცრები დაიწყება

ოქტომბრისთვის ქვეყანას აუცილებლად მოუწევს ფიქრი ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების დაწყებაზე. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. მისი თქმით, ცნობილია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტიანობა 6-8 თვის განმავლობაში გრძელდება და შემდეგ იკლებს. იმუნოლოგის განცხადებით, ასე იქნება სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც. რადგან საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ხოლო იომუნიზაცია შედარებით ხელმისაწვდომი გახდა აპრილში. შესაბამისად, პირველი აცრილების შემთხვევაში 6-8 თვე უკვე ოქტომბერში გადის.

„ეს პერიოდი წლის ბოლოს უწევს და აუცილებლად ჩვენს ქვეყანაშიც იქნება ნებადართული მესამე დოზის დამატება. მე პირადად 17 მარტს გავიკეთე აცრა და, შესაბამისად, ოქტომბერს უკვე მოგვიწევს ამაზე ფიქრი,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირთა ჯგუფი იქნება პირველი, ვისაც შესაძლოა, საქართველოში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდეს. მისი განმარტებით, მოსახლეობის სხვა ნაწილის შემთხვევაში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაელოდება ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით.

ბუსტერდოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან თუ რამდენად არის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები უკვე არსებობს და საერთაშორისოდ, დაახლოებით, 6-8 თვე არის რეკომენდებული მესამე დოზისთვის. უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე და ეს იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ „ბუსტერ“ დოზაზე. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ისევ დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომელიც ჯერჯერობით ასეთი მკაფიო და ცალსახა „ბუსტერი“ დოზის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …