მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზის დაშვებას ითხოვს

ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზის დაშვებას ითხოვს

ვისაც ეს ჭირდება და სურვილი აქვს, სახელმწიფომ მალევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე.

ამის შესახებ იმუნლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს და ჩამოთვლის იმ ჯგუფებს, რომლებისთვისაც, მისი აზრით, ასეთი საშუალება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ესენია: 70 წლის ზემოთ და რისკ-ჯგუფები.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ უფლება, მესამე დოზიდან 3 თვის შემდეგ შეძლონ ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება. სამედიცინო პერსონალისთვის კი, მისივე თქმით, მესამე დოზიდან 6 თვის შემდეგ უნდა იყოს დაშვებული დამატებითი დოზის მიღების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ აპრილისთვის საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინების ახალი მარაგი ექნება. არსებულ მარაგს კი – დაახლოებით 400 ათას დოზას, ვადა 31 დეკემბერს გასდის.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …