საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით დღეს თბილისს ეწვევა და სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
ხვალ, 12:00 საათზე, ბერნარ კუშნერი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC), ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელებს.
ხვალ, 16:00 საათზე, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და “გლობალური ალიანსის” ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელზეც არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა მოხდება. ბერნარ კუშნერის თბილისში ვიზიტი ხვალ დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ „გლობალურ ალიანსთან“ საქართველოს მთავრობას შეთანხმება აკავშირებს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს.