მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ბებია-ბაბუები მაინც აცერით!“ – 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია

„ბებია-ბაბუები მაინც აცერით!“ – 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია

ამ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობის 50% იმუნურია. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. მისი თქმით, რადგან აცრილებს შორის კოვიდგადატანილებიც არიან, აცრილთა საერთოდ რაოდენობისა და კოვიდგადატანილების მექანიკური დაჯამებით  იმუნური ფენის დაანგარიშება არ შეიძლება. იმუნოლოგის თქმით, ამის გათვალისწინებით მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია იმუნური.  მისი თქმით, აუცილებელია ვაქცინაციის გააქტიურება.

„ჩატარებული 1 მილიონი აცრიდან 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის წილი მხოლოდ 29% – ია.

ამის ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მიხედვით საქართველოს პირველი ადგილი.

თქვენ არ იცრებით არ იცრებით, თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები მაინც აცერით! ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის გთხოვთ!“ – წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …