მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილია

ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილია

ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილია.

ინფორმაციას ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა ბათუმის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს ჩატარებული აქვს. ჯამში აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 62,8%. სულ ჩატარებულია 220 670 დოზა ვაქცინა, მათ შორის ორი დოზით აცრილია102 075 ადამიანი.

 

“მოხარული ვარ, რომ აჭარამ შეძლო სამიზნე კონტიგენტის 60%-ზე მეტის ვაქცინაცია. ჩვენი მიზანია 18 წელს ზემოთ მოსახლეობის სრულად იმუნიზაცია. ამისათვის დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში ვაქცინაციის ტემპი უფრო გაიზრდება სოფლებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში კორონავირუსის შემთხვევათა სიმცირე სწორედ ვაქცინაციის მაღალი მოცვის მაჩვენებელს უკავშირდება”, – განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შესაძლებელია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, ამბულატორიებში, ასევე სპეციალური სვრცეა გამოყოფილი უნივერსიტეტის შენობაში. მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვაქცინის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …