შეუნარჩუნდათ თუ არა არავაქცინირებულ ან არასრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში იზოლაციაში გადასვლის ვალდებულება?
ჯანდაცვის მინისტრის 17 იანვრის ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში კონტაქტირებული პირი 8-დღიანი იზოლაციას ექვემდებარება, რომლის დასრულების შემდეგ ეძლევა ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში.
ეს წესი ვრცელდება კოვიდინფიცირებულის კონტაქტებზე, რომლებიც შემდეგი კატეგორიაში შედიან:
არავაქცინირებული პირები;
არასრულად ვაქცინირების შემთხვევაში,
პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში,
პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირების შემთხვევაში;
კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.
COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირები არ ექვემდებარებიან კარანტინს, ამასთან ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში:
ბუსტერ დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში;
პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში;
კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში.