მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ათობით ათასი ადამიანი შესაძლოა დაზღვევის გარეშე დარჩეს
თუ აღნიშნულ დებულებას დამაზუსტებელი ნაბიჯები არ მოჰყვება, დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ასობით ათასი ადამიანი დაზღვევის გარეშე დარჩება.

ათობით ათასი ადამიანი შესაძლოა დაზღვევის გარეშე დარჩეს

სადაზღვევო ასოციაციის ხელმზღვანელი მთავრობის მიღებულ დადგენილებას არათანმიმდევრულ ნაბიჯად აფასებს.

თუ აღნიშნულ დებულებას დამაზუსტებელი ნაბიჯები არ მოჰყვება, დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ასობით ათასი ადამიანი დაზღვევის გარეშე დარჩება.

დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის მარეგულირებელ დოკუმენტში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, ძალაში 1 მარტიდან შედის. შედეგად, ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობს, მხოლოდ კერძო დაზღვევით სარგებლობას შეძლებს.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დამატებითი დადგენილებების გამოცემას ელოდება, რადგან მისი თქმით, ცნობილი არ არის ასობით ათასი ადამიანი, ვინც მინიმალურ პროგრამაშია, როგორ გადავა საყოველთაო ჯანდაცვის ბაზისურ პროგრამაში.

“თუ მარტო ესაა ცვლილებები, მაშინ ამოქმედდება 2013 წლის დადგენილება. გადაიჭრება ყველა დაზღვეული და იქნება მნიშვნელოვანი შეშფოთება სადაზღვევო კომპანიების და მნიშვნელოვანი ზარალი ადამიანებისთვის. ათობით ათასი ადამიანი დარჩება საყოველთაოს და დაზღვევის გარეშე. გაძვირდება პაკეტებიც”, – განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …