მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილები ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ, თუმცა – სხვა ვაქცინით

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილები ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ, თუმცა – სხვა ვაქცინით

მათთვის, ვისაც “ასტრაზენეკას“ვაქცინა აქვთ გაკეთებული და  ბუსტერის გაკეთება სურთ, მესამე, ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია, თუმცა ამისთვის ისევ ასტრაზენეკას გამოყენება ვერ მოხდება, რადგან მწარმოებელს შესაბამისი მითითება არ აქვს დაფიქსირებული. შესაბამისად, ასტრაზენეკას მეორე დოზით აცრიდან 6 თვის შემდეგ ასეთ ადამიანები შეძლებენ, სავარაუდოდ, “ფაიზერის” გაკეთებას, რადგან “ფაიზერის” ვაქცინის ეფექტურობა მაღალია და შესაბამისი გამოცდილება უკვე დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ იმუნიზაციის საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კოვიდ-საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა იწყება. გადაწყვეტილების თანახმად, ეს შესაძლებლობა მხოლოდ 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ან უფრო დაბალი ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამანებს აქვთ. ასევე იწყება 12-დან 15 წლამდე იმ ბავშვების ვაქცინაცია,  რომლებსაც თანმდმევი დაავადებები აქვთ.

ბუსტერ დოზის გასაკეთებლად მეორე აცრიდან მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული.

ამასთან, როგორც იმუნიზაციის ცხელ ხაზზე განაცხადეს, რეგისტრაცია ბუსტერ დოზაზე ჯერ არ დაწყებულა. კითხვაზე, როგორ უნდა დაადასტურონ ბუსტერ დოზის გაკეთების მსურველებმა ქრონიკული დაავადების არსებობა – ეს მონაცემები ბაზებში ავტომატურადაა ასახული თუ მოქალაქეს ფორმა 100-ის წარმოდგენა მოუწევს,  ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ ადგილზე ფორმა 100-ის წარდგენა იქნება საჭირო, თუმცა სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …