მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 5 მაისიდან დაიწყება

“ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 5 მაისიდან დაიწყება

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 5 მაისიდან, თავად აცრის პროცესი დაიწყება 10 მაისიდან. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
⠀⠀⠀
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:
შეგახსენებთ, რომ “ასტრაზენეკას” 43 ათას დოზაზე მეტი ვაქცინა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. თუმცა მისი ნაწილი, დაახლოებით 10 ათასი დოზა დღემდე გაუხარჯავია.
თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატის მეორე დოზა ქვეყანას 30 აპრილს უნდა მიეღო, თუმცა, იუნისეფის ინფორმაციით, ვადამ 6 მაისამდე4 გადაიწია, რისი მიზეზიც სადღესასწაულო დღეები და  ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებაა.
დღეს საქართველო ჩინური “სინოვაკის” 100 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მისი გამოყენება მაისამდე, ჯანმოს მიერ ავტორიზაციის გაცემამდე არ იგეგმება.
4 მაისიდან კი იწყება ვაქცინაცია ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინით. ამ ეტაპზე აღნიშნული ვაქცინის გაკეთების სურვილი უკვე 14 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას უახლოეს დღეებში ელოდება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …