საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში კოვიდი „პრაქტიკულად დამარცხებულია,“ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ფეისბუქ-პოსტით პასუხობს და ამასთანავე, გახანგრძლივებული კოვიდის შესახებ წერს.
„არიან ბედნიერი ქვეყნები, რომლებმაც “პრაქტიკულად” დაამარცხეს კოვიდი. არის ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობას, და ამ მომენტში როდესაც შემთხვევების რაოდენობა გარკვეულად შემცირდა, ქვეყნებმა განსაკუთრებით ხანგრძლივი კოვიდის სიტუაციის ირგვლივ გააძლიერეს მუშაობა.
ამ დღეებში გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურმა მეტად საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა: 2022 წლის 5 მარტის მდგომარეობით გაერთიანებულ სამეფოში ოჯახებში მცხოვრები დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი (მოსახლეობის 2,7%) განიცდიდა ხანგრძლივ კოვიდს. ამის ქვეშ იგულისხმება, რომ სიმპტომები გაგრძელდა ოთხ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი საეჭვო კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის შემდეგ, რაც არ იყო ახსნილი რაღაც სხვა მიზეზით.
ეს მონაცემები ეყრდნობა გამოკითხულთა მიერ თვითშეფასებას (სიმპტომები როგორც ამას განიცდიდნენ კვლევის მონაწილეები).
ხანგრძლივ COVID-ის მქონე ადამიანებიდან 422 000-ს (24%) პირველად ჰქონდა COVID-19-12 კვირაზე ნაკლები ხნის წინ, 1.2 მილიონ ადამიანს (69%) მინიმუმ 12 კვირის წინ, 784,000 (45%) მინიმუმ ერთი წლის წინ და 74,000 (4%) მინიმუმ ორი წლის წინ.
ხანგრძლივ COVID-ის მქონე ადამიანებიდან 561 000-ს (33%) პირველად ჰქონდა (ან ეჭვობდნენ, რომ ჰქონდათ) COVID-19 მანამ, სანამ Alpha გახდა მთავარი ვარიანტი; ეს მაჩვენებელი იყო 253000 (15%) ალფას პერიოდში, 470000 (27%) დელტას პერიოდში და 334000 (19%) ომიკრონის პერიოდში. ეს მონაცემები ადასტურებს რომ Omicron და BA.2 იწვევს LongCovid-ს მნიშვნელოვანი მაჩვენებლებით.
ხანგრძლივი COVID სიმპტომები უარყოფითად იმოქმედა 1.1 მილიონი ადამიანის ყოველდღიურ აქტივობაზე (67%) 322,000 (19%) აღნიშნავს, რომ მათი ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარი “ბევრად შეზღუდულია”.
დაღლილობა კვლავ იყო ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც დაფიქსირდა ინდივიდებში ხანგრძლივი COVID-ის გამოცდილების ნაწილის (51% ) რასაც მოჰყვება ქოშინი (34%), ყნოსვის დაკარგვა (28%) და კუნთების ტკივილი (24%).
ხანგრძლივი COVID-ის პრევალენტობა ყველაზე დიდი იყო 35-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში, ქალებში, უფრო დაუცველ რაიონებში მცხოვრებ ადამიანებში, განათლებისა ან ჯანდაცვის სისტემაში მომუშავეებში და შემზღუდველი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ინვალიდობის მქონე ადამიანებში,“ – წერს წერეთელი.