2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ პირველად, საქართველოში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
უმჯობესდება ეპიდსიტუაციის სხვა ინდიკატორებიც:
ბოლო 24 საათში 324 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 2,32%, ბოლო 7 დღის – 1,9%.
„ფაიზერის“ ვაქცინების ახალი პარტიის შემოსვლის მიუხედავად, აცრის მაჩვენებელი ისევ დაბალია – ერთ დღეში 595 ინექცია გაკეთდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 426 ადამიანი იმყოფება.