საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის უნდა ვიცრებოდეთ და ვიცრებოდით და არა აპლიკაციისთვის.
ამის შესახებ „კოვიდპასპორტის“ სავალდებულო გამოყენების გაუქმებასთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე წერს.
„რამე სასიხარულო მოხდა და გამომრჩა?
ანტივაქსერებისგან მაინტერესებს – მწვანე პასპორტის გაუქმებით შეგვიმცირდება შემთხვევები, ომიკრონი “გადაიფიქრებს” ელვის სისწრაფით გავრცელებას, აუცრელი მოხუცები და რისკის ჯგუფები აღარ დაგვიმძიმდებიან, 15 000 გარდაცვლილი აღარ გვყავს, თუ აი კონკრეტულად რა გვიხარია? ამიხსენით იქნებ მეც გამიხარდეს.
ერთი რამ არ იცვლება, აცრა იცავს კოვიდით დამძიმებისგან და სიკვდილისგან! საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის უნდა ვიცრებოდეთ და ვიცრებოდით და არა აპლიკაციისთვის!
პ.ს. ზედმეტი კითხვების თავიდან ასარიდებლად აქვე დავამატებ, რომ არა არ ვეთანხმები გაუქმებას, ვეთანხმები კიდევ უფრო გამკაცრებას,“- წერს ანა კასრაძე.