მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „ამით ვაცხადებთ, რომ ნორდიკულ ქვეყნებშიც იაფფასიან მასალას  ყიდულობენ“ – გიორგი გოცაძე „დიარჯის“ კრიტიკოსებს პასუხობს

„ამით ვაცხადებთ, რომ ნორდიკულ ქვეყნებშიც იაფფასიან მასალას  ყიდულობენ“ – გიორგი გოცაძე „დიარჯის“ კრიტიკოსებს პასუხობს

“დიარჯი” სისტემა 80-მდე ქვეყანაშია აპრობირებიულ, ეფექტურად ამოიყენება და საუბრები, რომ საქართველოში ეს არ გამოვა, მითია.

ამის შესახებ საერთაშორისო ფონდი კურაციოს (CIF) პრეზიდენტი გიორგი გოცაძე აცხადებს.

მისი თქმით, საქართველომ „დიარჯი“ სისტემის ნორდიკული მოდელი გადაიღო, რომელიც მოქმედებს ფინეთში, დანიაში, ნორვეგიაში,  ლატვიაში, ესტონეთში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში და, შესაბამისად, როდესაც საუბრობენ, რომ ეს სისტემა “დაღუპავს“ ჯანდაცვის სექტორს და რომ დადგენილი ტარიფები არასაკმარისია, ამით ავტომატურად აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი დასახელებულ ქვეყნებშიც არასწორად მოქმედებს.

„მეორე: როცა ვამბობთ, იმის გამო რომ, სახელმწიფო ფიქსირებულ თანხას იხდის, იაფფასიანი მასალა უნდა გამოვიყენოთ, ამით აქვე ვაცხადებთ, რომ ამ ნორდიკულ ქვეყნებშიც ყველა წავიდა და იაფფასიან მასალას იყენებს. ეს ყველაფერი არის მითი. საქართველო არანაირად არ არის უნიკალური. თუ ეს სისტემა მუშაობს ჩრდილოეთის ქვეყნებში, შესაბამისად საუბარი იმაზე კი არაა, რომ ეს სისტემა არ მუშაობს, საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ბაზისური ტარიფი, რაც ქართულია, ცოტაა თუ არა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბაზისური ტარიფი გაცილებით აღემატება იმას, რაც დათვლილი იყო და სამომავლოდ მისი გადასინჯვა აუცილებელი იქნება,“ -განაცხადა გოცაძემ და აღნიშნა, რომ მანამდე მოქმედი სისტემა არ იყო გამართული ეკონომიკური კუთხით, სხვადასხვა სერვისებზე ფასწარმოქმნა და არ ეფუძნებოდა არც მეთოდოლოგიურ და არც მეცნიერულ მიღწევებს.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის დიაგნოზზე მიბმული დაფინანსების სისტენა – „დიარჯი“ გასული წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა და მან ორი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იფუნქციონირა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …