მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესტორანში ყოფნისას მას რეგულაციები არ დაურღვევია

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესტორანში ყოფნისას მას რეგულაციები არ დაურღვევია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ცენტრის ხელმძღვანელის სახელით ავრცელებს განმარტებას იმ ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების, მათ შორის ამირან გამყრელიძის რესტორანში ყოფნას ასახავს. სოციალურ ქსელებში მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი პირები, პანდემიის პირობებში, დროს სუფრასთან, რეგულაციების დარღვევით ატარებენ.

განცხადებაში, რომელსაც ცენტრი ამირან გამყრელიძის სახელით ავრცელებს, აღნიშნულია:

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24-ში წინანდალში  კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25 ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.

მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო.“

შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციებით, ერთ მაგიდასთან 6, ხოლო ღია სივრცეში 12 ადამიანის განთავსებაა დასაშვები.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …