მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძე მწვანე პასპორტების შესახებ დღევანდელ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

ამირან გამყრელიძე მწვანე პასპორტების შესახებ დღევანდელ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

ამირან გამყრელიძე მწვანე პასპორტების შესახებ დღევანდელ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მწვანე პასპორტების შესახებ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებაზე საქართველოს პირველ არხთან განმარტება გააკეთა.

საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „პირი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან, აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის“.​

„ჩემი განცხადება თავიდანვე იმით დავიწყე, რომ ეყრდნობოდა დაურეგისტრირებელ ხალხს. ვთქვი, რომ არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტი. ადამიანი, რომელსაც ჩატარებული აქვს ტესტი და არ იძებნება პორტალზე მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, როგორ უნდა მოიქცეს, რომ დარეგისტრირდეს. განვმარტე, როგორ იქცევა პირი, რომელიც 112-ში იყო დარეგისტრირებული, ან იმყოფებოდა აღრიცხვაზე ონლაინკლინიკაში, ან საავადმყოფოში. დანარჩენი წერია მინისტრის ბრძანებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …