მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების პიკს გავდივართ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების პიკს გავდივართ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება

ჩვენ ახლა გავდივართ პიკს. გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მიუხედავად ამისა, როგორც გამყრელიძე აცხადებს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავაც მაღალია.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეგულაციების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდა.

„ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …