მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „ამ თანხად ბევრად უკეთეს ჯანდაცვით სიტუაციას მივიღებდით“ – ვახტანგ კალოიანი „საყოველთაო ჯანდაცვის“ შედეგებზე

„ამ თანხად ბევრად უკეთეს ჯანდაცვით სიტუაციას მივიღებდით“ – ვახტანგ კალოიანი „საყოველთაო ჯანდაცვის“ შედეგებზე

რამდენად ხარჯთეფექტური იყო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 10 წლის განმავლობაში დახარჯული 7 მილიარდი ლარი და შეიძლებოდა თუ არა მეტი ადამიანის მკურნალობა იგივე თანხად – ამ კითხვებს რეანიმატოლოგი, ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ კალოიანი საყოველთაო ჯანდაცვის 10 წლის შედეგების შეფასებისას სვამს.

მისი თქმით, შთამბეჭდავად გამოიყურება ის ციფრები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაახმოვანა, თუმცა, მისი შეფასებით, მთავარია არა დახარჯული თანხების რაოდენობა, არამედ ის, რამდენად შედეგიანად და ეფექტიანად დაიხარჯა ეს ფული.

„რამდენად ხარჯთეფექტიანი იყო ეს პროგრამა, რამდენი ადამიანის მოცვა შეიძლებოდა ამ რესურსით – ჩვენ ვერ ვნახეთ ციფრები ხარჯთეფექტურობასთან და ხარისხთან დაკავშირებით. საქსტატი გვეუბნება, რომ ვითარება უარესია, მაგალითად 2018-2019-2020 წლებში, პანდემიას თუ არ გავითვალისწინებთ, მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა სახელმწიფოს მხრიდან, შედეგები არ არის  კარგი.

გვესმის, რომ სახელმწიფო ზრუნავს ხარისხზე, მაგრამ ვერ ვხედავთ ვერცერთ ინდიკატორს. ხარისხი გაზომვადი ცნებაა, თუმცა არაფერი მსგავსი არ მოგვისმენია.

თანხის უკეთესი განკარგვის, კერძო სექტორთან უკეთესი თანამშრომლობის გააქტიურებით, ამ თანხად ბევრად უკეთესი ჯანდაცვით სიტუაციას მივიღებდით მოქალაქეებისთვისაც და ჯანდაცვის სექტორისთვისაც. ამხელა ხარჯის მიუხედავად, ბოლომდე ვერ ვაფინანსებთ ონკოლოგიურ პაციენტებს.

სახელმწიფო ყიდულობს მომსახურებას უზარმაზარ თანხად და არ კითხულობს, რას ყიდულობს. არსად არ ჩანს ხარისხის მაჩვენებელი. ჯანდაცვაში ხარისხის მაჩვენებელია გართულებები, რეოპერაციები, ჰოსპიტალში დაბრუნება, ინფექციების კონტროლის მაჩვენებლები, სიკვდილობა… ეს მაჩვენებლები გვქონდა ცუდი და გარკვეული ინდიკატორები გაუარესებული გვაქვს, ციფრებით ამ საუბარს ვერ ვხედავთ, არადა ესაა ტექნოლოგიური პროცესი, გაზომვადი,“- აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …