მთავარი » მსოფლიო » ალკოჰოლური სასმელების უმეტესობა აფთიაქში შეიქმნა
ფაქტები ამტკიცებს, რომ ალკოჰოლური სასმელების უმეტესობა, რომლებიც სხვადასავა სახის სადღესასწაულო სუფრებს ამშვენებს, თავის დროზე ფარმაციამ შექმნა.

ალკოჰოლური სასმელების უმეტესობა აფთიაქში შეიქმნა

პარადოქსია, თუმცა ფაქტები ამტკიცებს, რომ ალკოჰოლური სასმელების უმეტესობა, რომლებიც სხვადასავა სახის სადღესასწაულო სუფრებს ამშვენებს, თავის დროზე ფარმაციამ შექმნა.

სხვადასხვა სახის ხსნარისა, თუ ნაყენის ალკოჰოლურ სასმელად ქცევას ფარმაცევტებმა დეკადები მიუძღვნეს. მალე კი ამ ჯადოსნურმა სასმელმა არა მხოლოდ პაციენტების, არამედ ჯანმრთელი ადამიანების გულები დაიპყრო.

მივყვეთ ისტორიას –  ბეხეროვკა ეს უძველესი ჩეხური სასმელი ფარმაცევტული ალკოჰოლური სასმელების წინაპრადაც შეიძლება ჩაითვალოს. ის ცნობილმა ფარმაცევტმა ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარიდან – ჯოზეფ ბეხერმა შექმნა. ფარმაცევტმა რამდენიმე სამკურნალო მცენარისგან ნაყენი გააკეთა და უკვე 1807 წლიდან მისი გაყიდვა წვეთების სახით აფთიაქებში დაიწყო.1841 წელს იოჰან ბეხერმა, ჯოზეფ ბეხერის ვაჟმა დაიწყო ამ სასმელის წარმოება. 1890 წელს კი გუსტავ ბეხერმა დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი „იოჰან ბეხერი“ მამის პატივსაცემად.

ამ სასმელის წარმოებისთვის ნატურალური ტილოს ტომრებში ათავსებენ ოცზე მეტი დასახელების არომატულ ბალახს და შემდეგ გადააქვთ სპირტში და ტოვებენ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ ექსტრაქტს ასხამენ მუხის კასრებში და ურევენ შაქარსა და წყალს. ეს სასმელი ინახება სპეციალური ოვალური ფორმის კასრებში 2-3 თვის განმავლობაში. რაც მთავარია ის მზადდება მხოლოდ კარლოვი ვარის წყალზე. ბეხეროვკას მიირთმევენ ცალკე ან ამატებენ ჩაიში ან ყავაში. იგი ბევრი კოქტეილის შემადგენლობაში შედის (მოცხარის წვენთან და ტონიკთან ერთად). არის მოსაზრება, რომ იგი უხდება ლუდს.

apitus.com.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …