მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » აკრედიტაციის გავლის ვალდებულება ჰოსპიტლების შემდეგ სხვა დაწესებულებებსაც დაეკისრებათ

აკრედიტაციის გავლის ვალდებულება ჰოსპიტლების შემდეგ სხვა დაწესებულებებსაც დაეკისრებათ

საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება ჰოსპიტლების შემდეგ სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც დაეკისრებათ. ამის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თენგიზ გენძეხაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება და შესაბამისი აკრედიტაციის ფლობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს 2025 წლიდან მოეთხოვებათ. რომელ წლებზე გაიწერება ეს ვალდებულება სხვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის – გენძეხაძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

მისი თქმით, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა არის ერთერთი მექანიზმი, რათა სამედიცინო მომსახურების ხარისხით ქვეყანა მიუახლოვდეს მსოფლიოში არსებულ სტანდარტებს.

მან ასევე დააანონსა მინიმალური ხელფასის დაწესება არა მხოლოდ ექიმებისა და ექთნების, არამედ სხვა სამედიცინო პერსონალისთვის.

ცნობისთვის: ამ ეტაპზე მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინკებში დასაქმებულ ექიმებსა და ექთნებზე ვრცელდება, თუმცა ამ სქემაში ჩართვას სანიტრებიც მოითხოვენ. როგორც მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე ხნის წინ ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, თუ კლინიკები ექთნებისთვის ხელფასების ზრდასთან ერთად ანაზღაურებას სანიტრებსაც არ გაუზრდიან, ჯანდაცვის სამინისტროს მოუწევს მინიმალური ხელფასის რეგულაცია ამ კატეგორიისთვისაც დააწესოს.

„როცა ექთნებისთვის გავზარდეთ საათობრივი ანაზღაურება, ამანაც ქილიკიც კი გამოიწვია, რადგან სანიტრისთვის ძალიან დაბალი იქნებოდა. დავაკვირდებოდით, რომ პროპორციულად გამოგვყებოდნენ კლინიკები. ჩავთვალე, რომ თუ ექიმს და ექთანს გაუზრდიდნენ, პროპორციულად უნდა გაეზარდათ სანიტრებისთვისაც. თუ ეს ტენდენცია არ იქნება,  მოგვიწევს ამის გაკეთება,“- განაცხადა მინისტრმა სანიტრებისთვის მინიმალური ხელფასების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …