მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » აკრედიტაციის გავლის ერთერთ მთავარ დაბრკოლებად კლინიკები კადრების დეფიციტს ასახელებენ
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ექიმები ახალციხელებს სხვადასხვა დაავადებებზე უფასოდ გამოიკვლევენ.უფასო გამოკვლევა -კონსულტაციები 9 ივლისი.

აკრედიტაციის გავლის ერთერთ მთავარ დაბრკოლებად კლინიკები კადრების დეფიციტს ასახელებენ

კლინიკებს თვითშეფასების დასრულებისა და აკრედიტაციის გამცემ ორგანოსთან შეთანხმების გასაფორმებლად დრო წლის ბოლომდე აქვთ. როგორც ცნობილია, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, 2023 წლის ბოლოს თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ და ჯანდაცვის სამინისტროში სულ მცირე, კონტრაქტი წარადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა, როგორც მინისტრმა აზარაშვილმა ერთერთ განცხადებაში განმარტა, „შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ.“ 2025 წლის პირველი იანვრიდან კი კლინიკები, რომლებსაც აკრედიტაცია არ ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ გააგრძელებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კლინიკებს აკრედიტაციისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო აქვთ. თავად კლინიკური სექტორი კი არ ფიქრობს, რომ ეს დიდი დროა. მეტიც: მათი თქმით, ერთერთი მთავარი პრობლემა, რაც აკრედიტაციის გზაზე რთულ დაბრკოლებას ქმნის, შესაბამისი კადრების დეფიციტია. ამის შესახებ საუბრობს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი.

„კლინიკას მოუწევს კადრების დამატება, რადგან კადრების გარეშე ამის „აწევა“ შეუძლებელია. არც რაოდენობრივად გვყოფნის და არც იმ უნარების ადამიანები არიან ასე მარტივად მოსაძიებელი, რომლებიც შეძლებენ თუნდაც ტრენინგების პროცესების სწორად მართვას, კონკრეტული პროტოკოლების დამუშავებას და ა.შ. ძალიან მძიმე, ძალიან რთული პროცესი გვაქვს გასავლელი და ვიტყოდი, რომ არ არის ეს დიდი დრო,“ – განაცხადა მახარაშვილმა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …