მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » აკაკი ზოიძე: 115 000 ადამიანს აღუდგა უფლება საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე
115 000 ადამიანს აღუდგა უფლება საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, 2013 წლის შემდეგ, ეს ადამიანები დარჩნენ ჰაერში და არ სარგებლობდნენ არანაირი პროგრამით.

აკაკი ზოიძე: 115 000 ადამიანს აღუდგა უფლება საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე

“უამრავი ადამიანი დარჩა კერძო დაზღვევის გარეშე, რომლებიც ვერ სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იმ ოჯახის წევრები, რომლსაც აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, აღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, თუმცა ისარგებლებენ ვერტიკალური პროგრამებით.

აღნიშნულ ოჯახებს შეეზღუდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გეგმიური დახმარების შემთხვევაში, ასეთი კატეგორიის ოჯახებს 1000 ლარის ზემოთ დაუფინანსდებათ მკურნალობა.

„115 000 ადამიანს აღუდგა უფლება საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, 2013 წლის შემდეგ, ეს ადამიანები დარჩნენ ჰაერში და არ სარგებლობდნენ არანაირი პროგრამით. ამ ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიყო კატეგორიებად – ადამიანს, ვისაც 1000 ლარი აქვს ხელფასი ან ზემოთ, შეეზღუდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მათ ექნებათ 50% გადასახადი ამბულატორიულ მკურნალობაზე, ასევე, განსაზღვრულია გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები. ამით სახელმწიფო უბიძგებს მათ, რომ შეიძინონ კერძო დაზღვევა.

ვისაც აქვს სურვილი, შეიძენს ამ პაკეტს, რომელიც 25-27 ლარი ღირს, ხოლო ვისაც ექნება სურვილი, გამოიყენებს შეზღუდულ საყოველთაო დაზღვევის პროგრამას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზოიძის განცხადებით, 17 წლამდე მოზარდებს შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი.

მისი ინფორმაციითვე, ონლაინ რეჟიმში იქნება დაფიქსირებული ინფორმაცია ოჯახების შემოსავლების შესახებ, შემოსავლის დაკარგვის შემთხვევაში, აღნიშნული ოჯახები ისევ ჩაერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

kvira.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …