მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ადეიშვილი: უფასო ჯანდაცვის სისტემის დეგრადირებაა მოსალოდნელი
ჯანდაცვის სისტემის

ადეიშვილი: უფასო ჯანდაცვის სისტემის დეგრადირებაა მოსალოდნელი

უახლოეს პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დეგრადირება მოხდება, შესაძლებელია კოლაფსიც – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ადეიშვილის თქმით, საქართველოს ისეთი ძვირადღირებული პროგრამის დაფინანსებისთვის, როგორიც უფასო ჯანდაცვის სისტემაა, საკმარისი რესურსები არ აქვს.

“ძნელია, ვინმეს არ მოეწონოს უფასო ჯანდაცვა. ნებისმიერი ადამიანისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა, რა რესურსებით ხდება ამის დაფინანსება?

ანუ არის თუ არა საქართველოში საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს უნივერსალური უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფა?! ეს პრობლემა იმ ქვეყნებსაც უდგათ, რომლებიც საქართველოსთან შედარებით განვითარების გაცილებით მაღალ ეტაპზე არიან და მათმა დიდმა ნაწილმა ეს დღემდე ვერ შემოიღო. ამ სისტემის დეგრადირება საქართველოში უახლოეს პერიოდში მოხდება, შესაძლებელია კოლაფსიც”, – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

tabula.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …