ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინდიცირების 1806 შემთხვევა დადასტურდა, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებული მონაცემია.
ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელების მაჩვენებელმა 1144 შეადგინა. გარდაიცვალა 20 ინფიცირებული.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიურ ჭრილში ამ მონაცემმა 6,41%, ბოლო 14 დღეში 5,51%, ბოლო 7 დღეში კი 6,59% შეადგინა.
აცრილთა რაოდენობა ჯამში 51600-ია, დღიურად აცრილია 3651 პირი. სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.
კლინიკებში 4287 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.