მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » აცრების რაოდენობა კრიტიკულად შემცირდა, მცირდება პირბადის ტარების მაჩვენებელიც

აცრების რაოდენობა კრიტიკულად შემცირდა, მცირდება პირბადის ტარების მაჩვენებელიც

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება, რაზეც, პირველ რიგში, დადებითობის მაჩვენებლის შემცირება მიუთითებს – თუ წინა კვირებში ეს მონაცემი 30%-ზე მეტი იყო, დღეს 26%-მდეა ჩამოსული.

შემცირებული ტესტირების ფონზე მცირდება ინფექციის დადასტურების დღიური რაოდენობაც: გუშინ ქვეყანაში 18 351 ტესტი ჩატარდა, მათგან ვირუსი 4 775-მა ადამიანს დაუდასტურდა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 32 პაციენტი. 

რეკორდულად ჩემცირდა აცრების მაჩვენებელი – ერთ დღეში ვაქცინაცია 342 ადამიანი აიცრა. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 585 პაციენტი იმყოფება. 

რაც შეეხება პირბადის ტარების მაჩვენებელს, ის წინა კვირაში 62% იყო, დღეის მონაცემებით კი 60%-ია.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …